საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო დანაზოგების ინვესტირების პროცესი დაიწყო.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საინვესტიციო საბჭომ პირველი ინვესტიცია 560 მლნ ლარის ოდენობით, უკვე განახორციელა და თანხები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა.

„როგორც ცნობილია, საბანკო დეპოზიტი ყველაზე დაბალრისკიანი ფინანსური ინსტრუმენტია. ამასთან, საინვესტიციო პროცესის ფარგლებში მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ საინვესტიციო საბჭო დამატებით განცხადებებს გააკეთებს“, – აღნიშნა გიორგი ჭიჭინაძემ.

როგორც სააგენტოში ამბობენ, თანხის ინვესტირება განხორციელდა მაღალი სარგებლის პროცენტით და მისი წლიური განაკვეთი 9 პროცენტის ნაცვლად 14,9 პროცენტს შეადგენს. საინვესტიციო პერიოდი კი, 5 წელია.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, განხორციელებული ინვესტიცია (560 მლნ ლარი) საინვესტიციო ვადის ბოლოს თითქმის გაორმაგებდება, რაც საპენსიო სქემის ყველა მონაწილისთვის მნიშვნელოვან სარგებელს წარმოადგენს.

საპენსიო რეფორმა 

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის თანახმად, ნომინალურ წლიურ შემოსავალზე არა ნაკლებ 24 ათასი ლარი (8,6 ათასი აშშ დოლარი) მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე გადაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს ის თავად გადაიხდის, 2%-ს მისი დამქირავებელი და კიდევ 2%-ს სახელმწიფო. იმ შემთხვევაში, თუ ყოველწლიური ხელფასი 24 000-დან 60 000 ლარს (დაახლოებით 21,5 ათასი აშშ დოლარი) შეადგენს, სახელმწიფო საპენსიო ფონდში ხელფასის მხოლოდ 1%-ს ჩარიცხავს.

ამ დროისთვის, პენსიონერების ანგარიშზე უკვე ირიცხება დაახლოებით 17,3 მლნ ლარი (6 მლნ აშშ დოლარზე მეტი).

ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა და მოქმედებს მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ შესრულებია 40 წელი. დანარჩენებს შეუძლიათ უარი თქვან ყოველთვიურ დარიცხვაზე. 2019 წლის ივნისის ბოლოს, დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან დარეგისტირებულთან 10% გავიდა.

როგორც საპენსიო ფონდში აცხადებენ, რეფორმას 2 მიზანი აქვს: საპენსიო ასაკში საქართველოს მოქალაქეებისთვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარება.

წყარი: Новости Грузия